უამინდობის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა.
როგორც სააავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.