მდინარე რიონზე სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში შეწყდა. 32 წლის ალექსანდრე ნადირაძე მაშველებმა დღეს ვერ იპოვეს. მათ გვერდიდან არ მოშორებიათ მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია და მერის მოადგილე დავით ბახტაძე. ადგილზე სამაშველო სამსახური შტაბს აწყობს.
,,გურია ნიუსმა” კითხვით მიმართა მერის მოადგილეს:
„სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, განახლდება დილიდან. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით. სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე აწყობს შტაბს, ეწყობა კარავი, ჩამოყავთ დამატებით ძრავიანი ნავი, ღამით მორიგე მაშველები რჩებიან ადგილზე.
_ მხოლოდ დატოვებული ტანსაცმლით ვარაუდობენ, რომ რიონში შევიდა?
_ ადრეც, რამდენიმე წლის წინ ჰქონია მცდელობა თავის დახრჩობის, ტანსაცმელიც დაწყობილი ნახეს და პიროვნება დაკარგულია.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე, ასევე, სამტრედიისა და სხვადასხვა რეგიონის მაშველებიც.