ცოტა ხნის წინ სანზონაში, მუხრანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მთავარი გაზის მილს ავტომობილი დაეჯახა, რის გამოც გაზმა გაჟონვა დაიწყო.
როგორც “გური ნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, მძღოლი ადგილიდან გაიქცა.
როგორც შსს-ში “გურია ნიუსს” განუცხადეს, დეტალებს არკვევენ.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გაზის მილი ნამდვილად დაზიანდა იმ ტერიტორიაზე, თუმცა, ვარკვევთ და ვადგენთ დეტალებს, რა მოხდა. თუ ეს იყო შეჯახება, რა მანქანა იყო და ა.შ. ადგილზე მივიღეთ უსაფრთხოების ზომები. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდო, კონკრეტული მუხლი ჯერ არ მაქვს, რადგან რეალურად უნდა გავიგოთ, რა მანაქანა იყო, ხომ არავინ დაშავდა და ა.შ.”
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.