ამ წუთებში ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. მას შეკრებილები შეძახილებით შეხვდნენ.
მე ჩემს შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე და დამნაშავეებზე ხელის დამფარებლები დაისჯებიან. სისტემა უნდა დაინგრეს. იქ, მეორე აქციაზე იმიტომ გადავედი, რომ იქ დგას ჩემი მეორე შვილი, სადაც ვიგრძნობ მხარდაჭერას მე ყველგან ვიქნები, _ განაცხადა სარალიძემ.
სარალიძემ ასევე აღნიშნა რომ აქციაზე დაგვიანების მიზეზი მეუღლის ავადმყოფობაა.
“დიდხანს ვერ დავრჩები, ჩემი მეუღლე ძალიან ცუდადაა. გესმით ალბათ ჩვენი მდგომარეობა”, _ თქვა ზაზა სარალიძემ.