ბლოგერი და პედაგოგი ლამარა აბჯანდაძე საზოგადოებას ამხნევებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო! გაუძელით, გამხნევდით. მე უფრო დიდ ვირუსს გავუძელი, ვიდრე კორონავირუსია. დიახ 1930-დან 1945 წლამდე იყო ძალიან დიდი ვირუსი. ეს იყო ჯანსაღი ადამიანების სიცოცხლის მოსპობის ვირუსი, ოღონდ ავადმყოფობით კი არა, დახვრეტით ცეცხლსასროლი იარაღით. დარჩით სახლში და ყველაფერი გამოსწორდება.
სხვათა შორის, იმ წლებში ჩვენ, იმდროინდელმა თაობამ ამ ვირუსზე უფრო დიდი სტრესი და შიმშილობა გადავიტანეთ.
ყველას მოგიწოდებთ, მორწმუნეებს და ყველას დარჩით სახლში”, _ წერს ფეისბუქზე ლამარა აბჯანდაძე.