ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, საარჩევნო უბნიდან50 მეტრში სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
ჩვენს დანახვაზე ისინი სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანებში და ტერიტორიიდან ისე სწრაფად წავიდნენ, რომ კომენტარებიც არ გაუკეთებიათ.
ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, გაგვეგო, რატომ იმყოფებოდნენ ისინი ამ ადგილზე სადაც ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.
საარჩევნო უბანთან მყოფმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ სპეცრაზმელები უბანზე არ შესულან.