პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის პარალელურად, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა.
კითხვაზე რა თემაზე ესაუბრა ნასარაია დეპუტატებს, გუბერნატორმა მოკლე კომენტარი გააკეთა _ “მიმდინარე საკითხებზე”.
დამატებით კითხვებზე მხარის პირველმა პირმა საუბარი არ ისურვა და მარტივად რომ ვთქვათ, მედიას გაექცა.
ნასარაიასგან განსხვავებით კითხვებს არ გაქცევია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. დავით დარჩიას თქმით, უმრავლესობის დეპუტატების და გუბერნატორის შეხვედრის საუბრის თემა მეორე ტური იყო.