მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 220-ს მიაღწია. ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
თითქმის 4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის სკოლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია 22 მოზარდი.
მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა.