მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამშაბათს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია, მილიონობით მაცხოვრებელი კი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მასში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და საზღვაო ძალების წარმომადგენელი, 200 პოლიციელი და მოხალისეები არიან ჩართულები.
ამავე თემაზე:
მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 220-ს მიაღწია