ოთახის კარი, სადაც ნიკა მელია და მისი მხარდამჭერების მცირე ნაწილი იმყოფებოდა, საოფისე ავეჯით იყო ჩახერგილი. ოთახში მყოფი მხარდამჭერები პოლიციას “ამხნევებდნენ“, რომ უფრო ძლიერად დაერტყათ კარისთვის.
კარის შემტვრევის შემდეგ, სამართალდამცველები ოთახში შევიდნენ და ნიკანორ მელია დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ,დილას რვის ნახევარზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა ალყა შემორტყეს და მოწოდებების შემდეგ, რომ პოლიციისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობა არ გაეწიათ, შენობაში შესვლა დაიწყეს. ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, “ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს ოპერაცია ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია“.