“მოიწერეს: მონებო, ახლა გააშლევინეთ – გაგვაშლევინეს, მერე მოიწერეს: მონებო, აღარ გააშლევინოთ – აღარ გაგვაშლევინეს“, – ასეთი განცხადება გააკეთა სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა აქტივისტებს კარვის გაშლის უფლება ისევ არ მისცეს.
მაქარაშვილის თქმით, ქვეყანას მეორე მობრუნებული “მამალი ბიჩოკი” მართავს, რომელიც ბრძანებებს ისე იძლევა როგორც თვითონ უნდა.
“წეღან მოუვიდათ ბრძანება, რომ გააშლევინეთ ეს კარავიო და ახლა მოუვიდათ ბრძანება, რომ არ გააშლევინოთო. არავითარ კონსტიტუციაზე, არავითარ სამართლიანობაზე ლაპარაკი არ არის. ახლა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მეორედ მობრუნებული “მამალი ბიჩოკი” იძლევა ბრძანებებს, როგორც უნდა, ისე. მონების ხროვა დაეპატრონა ქვეყანას. ხალხნო, ვინც ახლა ისმენთ, ნუ დაუჯერებთ ნურავის, თქვენ თვითონ დაფიქრდით, ეს ხალხი ვინც ახლა აპროტესტებს, ციხეში რომ აღმოჩნდება, მერე მოვლენ თქვენთან, თითოეული თვენთაგანის ოჯახში მოვლენ, სათითაოდ წაგიყვანენ და გამპროტესტებელიც არავინ დარჩება. ცოტა აზრზე მოდით…
უფლებაც არ აქვთ, რომ განმარტება გააკეთონ, ბრძანება აქვთ მიღებული, არ გაბედოთ თქვენი ინეტრპრეტაციით გაკეთება, რასაც გიბრძანებთ ის გააკეთეთ. მოიწერეს მონებო! ახლა გააშლევინეთ – გაგვაშლევინეს, მერე მოიწერე მონებო! აღარ გააშლევინოთ – აღარ გაგვაშლევინეს. როგორც არ სცხვენიათ. მათ არ აქვთ უფლება მოსმინონ, საკუთარი აზრი ჰქონდეთ. მონებს სჭირდებათ მონები – ეგაა!” _ ამბობს მაქარაშვილი.