ლანჩხუთის მერიაში, საკრებულოს თანხმობით, თანამრომელთა რაოდენობა ხუთი ერთეულით გაიზარდა. როგორც გაირკვა, მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, სადაც სამი შტატიანი თანამშრომელია, ხელშეკრულებით ოპერატორის შტატი დაემატება. ასევე ერთი შტატგარეშე თანამშრომელი ეყოლება მერიის ქონების მართის სამსახურსაც.
სამი შტატგარეშე თანამშრომელი კი გრიგოლეთის ბაზაზე დასაქმდება. როგორც საკრებულოს ბოლო სხდომაზე გაჟღერდა, ვინაიდან საფეხბურთო კომპლექსით „გურია“ აღარ სარგებლობს, ამიტომ აქ დარაჯს, ზედამხედველსა და მენეჯერს ამატებენ. ისიც ითქვა, რომ აქ დასაქმების მსურველები გასაუბრებასაც გაივლიან.
როგორც გაირკვა, კანონის შესაბამისად, ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რაოდენობა შტატით დასაქმებულ პირთა ხუთ პროცენტს უნდა შეადგენდეს, თუმცა ადგილობრივი საკანონმდებლოს ნებართვით ეს ზღვარი არ არსებობს.