დღეს მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული, როგორც მეორე ენა და გეოგრაფიაში აბარებენ.
გამოცდა წელს შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა მისთვის მინიჭებულ საგამოცდო ქულას, არამედ იმას, ჩააბარა თუ არა სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
გამოცდების განრიგი ასეთია:
20 მაისი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია;
21 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია;
22 მაისი: ისტორია; ფიზიკა;
23 მაისი: მათემატიკა; ფიზიკა.