დღის დიდი ნაწილის გატარება ხშირად სამუშაოზე გვიწევს. სტრესულ ვითარებაში საწოლში დაბრუნება და ძილიც გვინატრია, ან ეს სურვილი უბრალოდ, სამუშაო მაგიდაზე აგვისრულებია. ხშირად რამდენიმეწუთიანი ძილი მობილიზებაში გვეხმარება და მუშაობას ორმაგი ენერგიით ვაგრძელებთ. მაგალითად, იაპონელებს აქვთ ასეთი ტერმინი – inemuri – რომელიც მუშაობის პერიოდში მიზანმიმართულ ძილს გულისხმობს.
ქვეყნების უმრავლესობაში კი, სამუშაო საათებში თვლემა არ არის მიზანშეწონილი და რა თქმა უნდა, არც დაშვებული.
როგორც მეცნიერები ამბობენ, სტრესულ ვითარებაში აჯობებს ჩვენს უფროსს ძილისთვის 20-30 წუთი ვთხოვოთ. ეს ჩვენს შრომისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
თუმცა, ახლახანს “ბუნების ნეირომეცნიერებაში” ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები სამუშაოზე მინიმუმ 30 წუთს თუ წაუძინებენ, მათი შრომისუნარიანობა ბევრად გაუმჯობესდება.
აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი მედნიკი New Yourk Times-სთან ინტერვიუში ამბობს: “წაუძინეთ სამუშაოზე, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება”.
მეცნიერების თქმით, თვლემას იგივე სარგებლობა მოაქვს, რაც მთელი ღამის ძილს. თუმცა, 60 წუთზე მეტხანს სამუშაოზე ჩაძინება არარეკომენდირებულია. ასეთ შემთხვევაში მოვლენები გვავიწყდება და სიტუაციას ვეთიშებით. სამუშაო საათებში რეკომენდირებულია, რომ მაქსიმუმ 20-60 წუთი წავუძინოთ. მეცნიერების თქმით, ქალებს ძილისათვის 20 წუთით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე კაცებს.
1tv.ge