ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს.
იგი იმდენად პატარაა, რომ ერთ სტანდარტულ საფოსტო მარკაში 200 მილიონზე მეტი ასეთი ბარათი ეტევა.
ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის (NPL) მიერ შექმნილი ბარათი 15 x 20 მიკრომეტრია. ერთი მიკრომეტრი მეტრის მემილიონედია.
ის დამზადებულია პლატინით დაფარული სილიკონის ნიტრიდისგან და ილუსტრირებულია ფოკუსური იონის სხივის გამოყენებით. ბარათის საფარზე, წარწერა ,,სეზონის მილოცვების” ზემოთ თოვლის კაცია ამოკვეთილი, ხოლო შიგნიდან გზავნილის შინაარსი წერია.
ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი, დოქტორი დევიდ კოქსი აცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ბარათის შესაქმნელად გამოიყენეს, ძალიან პრაქტიკულია.
,,ჩვენ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაზომონ მასალებში უკიდურესად მცირე მახასიათებლების სისქე, ეს ნამდვილად საინტერესო გამოგონებაა “, – აცხადებს კოქსი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათის შექმნამდე ყველაზე მცირე მისალოცი საშობაო ბარათი 200 x 209 მიკრომეტრი იყო.
წინა პატარა საშობაო ბარათმა 200 x 209 მიკრომიტრი გაზარდა და მათი ძალისხმევა 100-ჯერ უფრო მცირეა. ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის ბარათი კი მასზე დაახლოებით 100-ჯერ მცირეა.