მეცნიერებმა ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელსაც პლასტმასის ბოთლების განადგურება შეუძლია. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღმოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს გლობალურ პლასტიკურ დაბინძურებასთან ბრძოლას.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელმა მეცნიერებმა ბაქტერია, რომელიც პლასტმასს ჭამს 2016 წელს აღმოაჩინეს, ამჟამად კი მის დეტალურ სტრუქტურას სწავლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ფერმენტი პლასტიკური ნარჩენის დაშლას რამდენიმე დღეში იწყებს, ოკეანეში კი მას საუკუნეები სჭირდება.