გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია დატოვოს რამდენიმე სასულიერო პირმაც. უკვე ცნობილია, რომ ეპარქიას ტოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე. ეპარქიის ყოფილ მმართველთან ერთად ჭყონდიდის დატოვებას აპირებს რამდენიმე მონაზონიც:
“სადაც იქნება მეუფე იქ წავალთ, იმიტომ რომ მეუფეს მხარეს არის სიმართლე და მივყვებით სიმართლეს,”-აცხადებს ერთ-ერთი მონაზონი.
გადაწყვეტილების მისაღებად აღწერის დასრულებას და ეპარქიის გადაბარებას ელოდება, მეუფე პეტრეს თანამოაზრე მამა ანდრია სარიაც:
“აღწერილობა როდესაც მოხდება და ჩავაბარებთ ეპარქიას მღვდელმთავარს, რომელიც დროებითი მმართველი იქნება აქაურობისა, შემდგომ გადავწყვეტ მე რას მოვიმოქმედებ, მე ეკლესიიდან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ იმ სულიერ კრიზისს, რომელშიც დღეს ეკლესია იმყოფება, პასუხებს ველით, განმარტებებს ველით, ეს არ იყო ჩვენი ემოციური რაღაც აღტკინებითი განცხადებები,”- განაცხადა მამა ანრია სარიამ.
წყარო: რუსთავი2