ევროპული საქართველოს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ოზურგეთში, ბოხვაურის საარჩევნო უბანში, ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში დგას მიკროავტობუსი, რომელთანაც მიდიან მოქალაქეები, შემდეგ მიდიან უბანზე და შემდეგ ისევ მიკროავტობუსში ბრუნდებიან, სადაც რაღაც ჩეკს იღებენ. როგორც გოგოტიშვილი ამბობს, მიკროავტობუსში მონობარათებს არიგებენ.
“გურია ნიუსი” იმყოფებოდა” ბოხვაურში, თუმცა ვერაფერი დავაფიქსირეთ, რადგან ადამიანებმა, რომლებიც მიკროავტობუსში ისხდნენ, მიკროავტობუსი ჩვენი მისვლისთანავე დატოვეს.