საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს.
როგორც ტელეარხ „Наш“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, განაცხადა მან იურისტის მეშვეობით უკვე მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნული აკრძალვა უკანონოა.
„როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლოა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლიდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა.