მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ჟურნალისტებთან ერთად, ავტობუსით შეეცდება.
ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.
ავტობუსი უკვე მიემართება პოლონეთი-უკრაინის საზღვრისკენ, სადაც დღეს დილით ოდესის ყოფილი გუბერნატორი პრესკონფერენციას გამართავს და შემდეგ რეპორტიორებთან ერთად შეეცდება უკრაინის საზღვრის გადაკვეთას.
სამგზავრო ავტობუსში იმყოფებიან უცხოური პრესის წარმომადგენლებიც.
როგორც სააკაშვილის თანაშემწე ამბობს, მათ შორის არის „ფრანს პრესის“, „ასოშიეთედ პრესისი“, „ფრანკფურტერის“ რეპორტიორები.
1tv.ge