“მივიღე გადაწყვეტილება….. ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში.
ერთს მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.
ყველანი მიყვარხართ”, _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სერგო ჩივაძე და პირდაპირ ეთერში ვენებს იჭრის.
ის ვენების გადაჭრამდე ბულინგის შესახებ საუბრობდა, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მის ოჯახზე ხორციელდება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ადგილზე მივიდა პოლიცია. ჩივაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გურია ნიუსი ცდილობს შსს-ს კომენტარი მოიპოვოს.