ახლახან ცნობილი გახდა, მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ფერმერები, რომლებაც საკუთრებაში აქვთ 0, 2 დან სამ ჰექტრამდე ფართობი, ერთ ჰექტარზე დაანგარიშებით, მიიღებენ 500 ლარის ოდენობის დახმარებას.
(ეს იქნება, ძირითადად, შესაწამლი პესტიციდებით დახმარება).
თხილის ბაღების ხელშეწყობის პროგრამის პროექტის შესახებ შეხვედრა, ოზურგეთში , ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან.
სოფლის განვითარების სააგენტოს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ ისაუბრა დახმარების რაოდენობასა და მნიშვნელობაზე.
მან თქვა, რომ ეს არის სუბსიდია და უპრეცედენტო ფაქტია ფერმერთა დასახმარებლად.
_ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობის ინიციატივა, რომ თხილს დავუბრუნოთ სახელი. ერთ ჰა ფართობზე გაანგარიშებით, 500 ქულა დაერიცხება ფერმერს აგრობარათზე. ასევე, საკუთრებაში არსებული ფართობები, რომლებიც რეგისტრირებული არ აქვს ამა თუ იმ პირს, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და რამდენიმე პირის მიერ მოხდება დადასტურება. ხოლო თუ ფერმერი თანასაკუთრებაში იმყოფება, უნდა წარმოადგინოს ცნობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გარეშე, ეს არ მოხდება და განსაკუთრებით, გთხოვთ, ამ საქმეში დავეხმაროთ ერთმანეთს, – მიმართა მათ ლაშა შალამბერიძემ.
„გურია ნიუსმა“ შეხვედრაზე დასვა კითხვები, კიდევ ხომ არ მოატყუებენ ხალხს. აგრობარათებზე ქულების დარიცხვის მეტად გაურკვეველ მეთოდზე, რის გამოც ფერმერთა დიდი ნაწილი დარჩა იმ დახმარების გარეშე, რაც ისედაც მიზერული იყო.
_აგრობარათებზე ქულების დარიცხვის დროს, საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მეპატრონეებს თხოვდნენ , დოკუმენტში ჩაწერილი ყოფილიყო თანამესაკუთრის (ცოლის, შვილის…გვარი და სახელი) , რის გამოც ადამიანები დაუმსახურებლად დატოვეს დახმარების გარეშე. ხომ არ გამეორდება იგივე?
_ნამდვილად არ მოხდება ასე. მესაკუთრეს უნდა დაუდასტუროს მერის წარმომადგენელმა, ასევე იმ პირმა, ვინც იცის, რომ ესა თუ ის ნაკვეთი მისია. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ რეგისტრაციაში არ აქვს საკუთარი ფართობი. რაც შეეხება მათ, ვისაც თანასაკუთრებაში ჰყავთ ოჯახის წევრი, უნდა წარმოადგინონ ცნობა თანამესაკუთრეობის შესახებ, _თქვა ლაშა შალამბერიძემ.
მან ასევე განმარტა, რომ სოფლების მიხედვით, 7 ნოემბრიდან, დაიწყება რეგისტრაცია, ვის რამდენი თხილის ფართობი აქვს. სოფლებში მივლენ ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე განთავსდებიან და სოფლის გამგებლის, ასევე ადგილობრივთა დახმარებით მოახდენენ რეგისტრაციას.
შეხვედაზე სოფლების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. უმეტესობამ გამოთქვა მადლიერება, რომ ეს პროექტი ყველაზე უმჯობსია, რაც დღემდე ყოფილა. მთავარია განხორცილედეს, – ამბობდნენ შეხვედრის მონაწილეები.
დახმარება 2023 წლიდან გახორციელდება და როგორც ლაშა შალამბერიძემ გვითხრა, ის აგროვადებში უნდა მოხდეს.
ვრცელ სტატიას ამ ყველაფრის თაობაზე, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი