ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.