https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მოდი, ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ…“

10:35; 10.09.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილი–მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი ამბერკი ტაბიძე ბრძანდება – ადამიანი, რომელმაც წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის „ბურევესტნიკის“ იმდროინდელ წარმატებებში ერთ–ერთი ძირითადი როლი ითამაშა.

სამწუხაროდ ბატონი ამბერკი დღეს ჩვენს გვერდით არ იმყოფება. სახელგანთქმული სპორტსმენი მიმდინარე წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

დღევანდელ წერილში ამბერკი ტაბიძის ადრინდელი ინტერვიუებიდან ამოღებულ საინტერესო ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ. იმედია ამ მასალას ახალგაზრდა გულშემატკივრებიც გაეცნობიან და სახელოვანი ხელბურთელის სპორტულ კარიერას გულდასმით გადაიკითხავენ, ქართული სპორტის „სტაჟიანი“ მოყვარულები კი ქართული ხელბურთის ერთ–ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

„ხელბურთამდე მძლეოსნობაში, სიმაღლეზე ხტომაში ვვარჯიშობდი. და სხვათა შორის, ძალიან კარგი შედეგები მქონდა. თავდაპირველად გენო მუქერია მავარჯიშებდა, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ კი – დიმიტრი იოსელიანი.

მძლეოსნობის შემდეგ ფეხბურთელობა გადავწყვიტე – ჩვენი ინსტიტუტის მეორე გუნდის მეკარე გავხდი. ერთ–ერთ შეხვედრაში ჩემი თამაში თბილისის „დინამოს” მეკარე სერგო შუდრამ ნახა და დამპირდა, დუბლებში მიგიყვანო, მაგრამ იქამდე საქმე არ მისულა. სოხუმში ხელბურთელთა ტურნირი ტარდებოდა, ინსტიტუტში ჩვენმა მწვრთნელმა, გურამ ძაგანიამ კი მითხრა, მოდი ხელბურთელობა სცადე, რას კარგავ, ჩემთან ერთად წამოდი და თუ არ მოგეწონება, რაც გინდა იქ ჰქენიო. მანამდე ხელბურთი რამდენჯერმე ვითამაშე, ისიც სკოლის პერიოდში – სამტრედიის ნაკრებში ვახტანგ ხელისუფალი გვავარჯიშებდა… სოხუმში ჩატარებული თამაშების შემდეგ, როგორც ჩანს კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და თბილისის „ბურევესტნიკში” მიხმეს, პირადად ჯანო ბაგრატიონმა მიმიწვია.

1973 და 1974 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მაისურით იმ დროს ძალიან პოპულარული „მეგობრობის თასი” მოვიგეთ, რომელსაც ოფიციალურად სოციალისტური ქვეყნების ახალგაზრდა ხელბურთელთა საერთაშორისო თასი ერქვა. ეს შეჯიბრება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დონისა იყო. პირველად რუმინეთში გავიმარჯვეთ, ერთი წლის თავზე კი ბულგარეთში.

„ბურევესტნიკში” კარგი თამაშის პარალელურად საქართველოს ნაკრების ღირსებასაც ვიცავდი, თუმცა ამ გუნდშიც, მეტწილად, ბურევესტნიკელები თამაშობდნენ. 1975 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე ჩვენ ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ. იმავე წელს სპორტის ოსტატის წოდებით დამაჯილდოვეს.

ჩემს პოზიციაზე, მარჯვენა ფლანგს ვგულისხმობ, 70-იან წლებში ბევრი ძლიერი მოთამაშე არ იყო და ამიტომ ნაკრების მესვეურები ხშირად მეუბნებოდნენ, წამოდი მოსკოვში, ცსკა–ს ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება, თან ნაკრებშიც მუდმივად ითამაშებო. ყველაზე ხშირად ნაკრების მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მეხმიანებოდა, იცოდე, თუ თბილისში დარჩები მოსკოვის ოლიმპიადა შენს გარეშე ჩაივლისო. მშვენიერ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ არ წავსულვარ. ვნანობ თუ არა? არა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა არ მივატოვე. ერთი წამითაც არ მტოვებდა აზრი: საქართველოსთვის უნდა დამეღვარა ოფლი და შემეწირა ჩემი ახალგაზრდობა!

მონრეალის ოლიმპიადის მოგების შემდეგ საბჭოთა გუნდი მოსკოვის თამაშების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრების წევრად ვითვლებოდი, საქართველოს სპორტკომიტეტში ელოდნენ, რომ ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი, მაგრამ ევტუშენკომ გუნდს მიღმა დამტოვა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსკოვის ცსკა–ს თავკაცი იური პრედეხა დამიკავშირდა, ძირითად შემადგენლობაზე რომ არაფერი ვთქვა, მანქანას და ბინას შემპირდა, ოღონდ ჩვენთან გადმოდიო. ვიფიქრებ–მეთქი, ვუთხარი. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და პოლონეთში წავედი საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ. მოსკოვში რომ დავბრუნდი, ევტუშენკო კიდევ ერთხელ შემეხმიანა, რა გადაწყვიტეო. თბილისში ვრჩები–მეთქი, ვუპასუხე. მიპასუხა: სამწუხაროა, გამოდის, ოლიმპიადას მხოლოდ მაყურებლის რანგში დაესწრებიო. თბილისში რომ დავბრუნდი, ჯანო ბაგრატიონი შემეხმიანა, ჩემი ამბავი იკითხა, იცოდა, რომ ოლიმპიადაზე უნდა წავსულიყავი. ვუთხარი რა როგორ იყო. ყველა ღონე იხმარა, ბევრი შეაწუხა, მაგრამ მოსკოვის ოლიმპიადამ ჩემს გარეშე ჩაიარა.

1977 საკავშირო ჩემპიონატის ერთ–ერთ ტურს კიევმა უმასპინძლა. მორიგი თამაში უნდა დაიწყოს და უცბად, ტრიბუნაზე მამა შევნიშნე. გაუფრთხილებლად ჩამოვიდა ჩემს საგულშემატკივროდ, თან ქართველების ამბავი ხომ იცით? ხორაგით სავსე ორი დიდი ჩანთა წამოიღო. ყველაზე მეტს ის ყვიროდა და მეჩხუბებოდა, მეტოქის კარისკენ რომ გავიქცეოდი, ის ჩემს მხარდამხარ ტრიბუნაზე დარბოდა აქეთ–იქეთ… ერთ მომენტში ტრავმა მივიღე და ექიმებთან ერთად მამა არ წამომადგა თავზე? სანამ ხელს მიხვევდნენ, მეჩხუბებოდა, ის ბურთი როგორ ააცილეო, არადა, იმ შეხვედრაში რვა თუ ცხრა გოლი გავიტანე!

1978 წელს თბილისში ტრადიციულად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას” პრიზზე. იმ დროს ეს შეჯიბრება უმაღლესი დონისა იყო და თბილისის სპორტის სასახლეში ბევრი ძლიერი გუნდი ჩამოდიოდა… მე და ალექსანდრე ანპილოგოვი საბჭოთა კავშირის პირველი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდით. ყველა შეხვედრა მოვიგეთ, მათ შორის ჩეხოსლოვაკიელებთან, იუგოსლავიელებთან და რუმინელებთან. ძველ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ: „ზარია ვოსტოკას” თასზე საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, რომელიც ძირითადად „ბურევესტნიკის” ბიჭებით იყო დაკომპლექტებული… „რეაქტიული გარემარბი” იმ ტურნირის შემდეგ შემარქვეს.

არ მახსოვს რომელი წელი იყო, ლვოვის არმიის სპორტულ კლუბს ვხვდებოდით. მათ წინააღმდეგ ხელმოტეხილი გავედი – მკლავის აწევა მიჭირდა და დაბლიდან ვურტყამდი „ჩახვეულებს“. თამაშის მერე, ჩემი ამბავი რომ შეიტყვეს, სპეციალური პრიზი გადმომცეს მამაცობისთვის.

1983 წელს ხალხთა სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, თან ისე, რომ 7-მეტრიანი ერთხელაც არ დამირტყავს! მე, „ხელბურთელთა ენით” რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „კუთხის მოთამაშე” ვიყავი, ამ პოზიციიდან კი საუკეთესო ბომბარდირობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

დიდი ხელბურთიდან 1987 წლის დასაწყისში, „ზარია ვოსტოკას” ტრადიციული ტურნირის დასრულების შემდეგ წავედი. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ გულშემატკივრებმა ჩემთან ერთად გააცილეს ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი, ჯემალ ბარამიძე, ამირან კომახიძე და დიმიტრი აბესაძე. სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა საქართველოს და გფრ–ის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, ტაშით გაგვაცილეს. ძალიან ემოციური, დაუვიწყარი წუთები იყო!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთი წელი ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე, თუმცა მცირე ხნით. ხელბურთს მეორედ რომ გამოვეთხოვე, უკვე 44 წლისა ვიყავი. ეს 1996 წელს მოხდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბ „სტუ–შევარდენში” მოთამაშე–მწვრთნელი ვიყავი.

ყოველთვის კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოვირჩეოდი. 80-იანი წლების მიწურულს, მოსკოვში უცხოელი ექიმები ჩამოვიდნენ და ერთ–ერთი ტურის წინ ხელბურთელებს სპეციალური აპარატურა დაგვამაგრეს. თამაშის შემდეგ ჩემი მონაცემები რომ შეამოწმეს, თქვეს, ისეთი გულისცემა გაქვთ, ზედიზედ სამ შეხვედრას ჩაატარებთო.

საუკეთესო პარტნიორები? ალექსანდრე ანპილოგოვი და გიორგი ბერიაშვილი. რაც შეეხება კერპს, ასეთად ჯემალ ცერცვაძეს მივიჩნევ, ის დიდებული ხელბურთელი და ყველასთვის მისაბაძი სპორტსმენი გახლდათ!

ქართული ხელბურთი უსახსრობის გამო აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, არადა, ძლიერი ხელბურთელები არასდროს გვაკლდა. 90-იანებში, როცა ყველაზე ცუდი პერიოდი იდგა არა მარტო ხელბურთში, ზოგადად, ყველა სფეროში, ტიტე კალანდაძე და სერგო დათუკაშვილი ჩინებულად თამაშობდნენ. მათი დონის მოთამაშეები ბევრ დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში არ მოიძებნებოდა.

რამდენიმე წლის წინ ქუვეითში ვიმუშავე ნახევარი წლით. ქალაქ ნასირის ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს და უარს როგორ ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელბურთის დონე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, საოცარი ხელშეწყობა იგრძნობოდა: იდეალური ინფრასტრუქტურა, სტაბილური დაფინანსება, უამრავი ბავშვი… როცა ასეთი პირობებია, წარმატება მხოლოდ დროის ამბავია. ჩემი დაკვირვებით, ქუვეითში ხელბურთი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს ჩამოუვარდებოდა. ისე, ქუვეითელები ზარმაცები კი იყვნენ. ადგილობრივმა თანაშემწემ მითხრა, ბატონო ტაბიძე, ძალიან ნუ დატვირთავთ ბიჭებს, თორემ აღარ მოვლენო. მართლაც, ერთხელ ორი დღის მანძილზე არავინ გამოჩენილა. მესამე დღეს რომ ვიკითხე, სად იყავით–მეთქი, დავიღალეთ და ვისვენებდითო, მიპასუხეს.

ხელბურთის წყალობით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვინახულე, ამას გარდა კუბა, ქუვეითი და სირიაც ვნახე. კუბაში, საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩასულებს, პირადად ფიდელ კასტრომ გვიმასპინძლა – ყველა მოთამაშეს სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი, სირიაში კი წლების წინ გადახვეწილმა ქართველმა ლევან საღარაძემ მიგვიღო. დაუვიწყარი შეხვედრა მოგვიწყო, რომ იტყვიან თან გადაგვყვა, ბოლოს კი, როცა გვემშვიდობებოდა, გულისტკივილით გვითხრა, აქ არაფერი მაკლია, ერთადერთი ოცნება მაქვს, საქართველოში მინდა რომ დავიმარხოო…“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ამბერკი ტაბიძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025

ქორწინების იძულება და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა- რა მოხდა ქვემო ქართლში

რამდენი ხნით დააგვიანდა თბილისი- ოზურგეთის მატარებელს თბილისიდან გამოსვლა

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო