მე გავემიჯნე არა ზაზა სარალიძეს, არამედ – ზვიად კუპრავას და მის ძმას – კააას, – ამის შესახებ პირველ არხს მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა, შალვა კუჭაშვილმა განუცხადა.
„მე ამ აქციას იმიტომ გავემიჯნე, რომ იქ იგეგმებოდა პოლიტიკური პირების მიყვანა და ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს და დათუნა სარალიძის მკვლელები უნდა დაისაჯონ, მაგრამ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მიღების გზით, არა გადატრიალების გზით.
მე იქ გავემიჯნე არა ზაზა სარალიძეს, არამედ – ზვიად კუპრავას და მის ძმას – კააას“, – აღნიშნა კუჭაშვილმა, რომელიც ვაკის პარკში ესწრება აქციას – „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“.