ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქალს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ სკრასთან მოხდა. მომხდარის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს ცნობით, გამოძიება რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მუხლით მიმდინარეობს.