ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძის განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, მათგან ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად.
„ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან იზოლაციაში, ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, ერთმანეთისაგან დაიცავით იზოლაციის წესები. ეს წესები განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე“, _ განაცხადა პაატა იმნაძემ.