ფოტო გადაღებულია 27აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
მაშინ, როცა საქართველოში ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა და სპეციალისტები საუბრობენ მოსალოდნელ მესამე ტალღაზე.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურს კითხვით _ ვინ აკონტროლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს ან მძღოლებს ეკეთებათ თუ არა პირბადე, რაზეც გვიპასუხეს, რომ მათ არ ეხებათ ეს თემა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კოვიდ 19-ით ინფიცირების 1578 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღიური დადებითობის მაჩვენებელი არის 5.76%.