“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ის გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.
გიორგი რურუას მადლობას უხდის ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ასევე, აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს…
მისი თქმით, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა.
,,თავისუფლებას ჯერ ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს…
…პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიომრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.
[შეთანხმების] შესრულებას არ ველოდი და ეს გასაგებია რატომაც, 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და ბუნებრივია აღარ ენდობი იმ ადამიანს, ვინც ისტყვა ბევრჯერ გატეხა.
… მემგონი თავისი ასე ვთქვათ, დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი არაფერი მქონდა.. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს მეღიარებინა დანაშაული, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უარი ვთქვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ – განაცხადა გიორგი რურუამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!
ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.