ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა ”Entertainment Weekly”-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი 50 ვარსკვლავის რეიტინგი გამოაქვეყნა.
ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავი, ჟურნალის ვერსიით, ამჟამად სასამართლო გარჩევებში მონაწილე ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპია, მეორე ადგილზე – მომღერალი ლედი გაგაა (ნამდვილი სახელი – სტეფანი ჯერმანოტა), ლიდერთა სამეულს კი – ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აგვირგვინებს.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ტელეწამყვანი საიმონ კოუელი, ოსკაროსანი მსახიობი სანდრა ბალოკი, მისი კოლეგა ანჯელინა ჯოლი, მსახიობი ბრედ პიტი, ექიმ ჰაუსის როლის შემსრულებელი ბრიტანელი მსახიობი ჰიუ ლორი, ჯულია რობერტსი და მრავალი სხვა.
ჟურნალმა ”Entertainment Weekly”-მ მსგავსი რეიტინგების შედგენა 1990-იან წლებში დაიწყო. რეიტინგის შედგენისას ჟურნალი ვარსკვლავების არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ შოუ-ბიზნესში მათ სტატუსსა და გავლენიანობასაც ითვალისწინებს.
ავტორი