“გირჩის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს. მისი განცხადებით, ის ზურაბ ჯაფარიძის გვერდით რჩება.
“ჩემი “გირჩთან” მისვლა თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილით იყო განპირობებული. ეს საქმე მგონია მთავარი ღირებულება! ამ საქმის კეთება, მოცემულ ეტაპზე, ზურასთან ერთად შეიძლება ყველაზე უკეთ. თავადაც მწველ სურვილს ასხივებს- იბრძოლოს თავისუფლების იდეების გასავრცელებლად. მოკლედ ზურასთან დავრჩები, თუმცა მე ახლაც მიმაჩნია, რომ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს თუნდაც ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებული ადამიანები. მაგრამ ასე გადაწყვიტა თვითონ ზურამ და ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს გინდა-არ გინდა…
გამოკვეთოს ლიდერი ჰომო საპიენსის თვისებაა, მით უფრო პოლიტიკაში. ლიდერის თვისებები ცოტას აქვს. თუ რამ დამეჯერება და რაიმე გამოცდილება გამაჩნია ზურას ეს თვისებები ჭარბად აქვს. კერპთაყვანისცემისგან შორს ვარ, მაგრამ ლიდერებს მეტი ანგარიშის გაწევა სჭირდება.
P.S. ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ერთი ისტორია მინდა გავიხსენო. “ბანკობიადა”-ს ამბები ცნობილია. ჰოდა ილიაზე ბევრი თავდასხმა იყო არ ითვალისწინებდნენ მის ხედვებს, ადგა და თქვა, ან ისე იქნებოდა რასაც ითხოვდა, ან საერთოდ წავიდოდა, ამან გამოაფხიზლა ბევრი და სიტუაცია დალაგდა, ილიას ადგილის შევსება შეუძლებელი იყო…“- წერს ფეისბუქზე ვახტანგ ზენაიშვილი.