2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება როგორც წელს, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაშიც გაიზრდება და შესაბამისად 2020 წელს მასწავლებლის ხელფასი ჯამური ნამატით 300 ლარით გაიზრდება.
“თუ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში – მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე დღეს 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.
გახარიას განცხადებით, გაგრძელდება ხელფასის მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვისაც, მათი ანაზღაურების ნამატი კი მინიმუმ 125 ლარი იქნება.