”მინდა, რომ ყველა ამერიკელმა მოემზადოს იმ მძიმე დღეებისთვის, რომელიც წინ დგას”, – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ტრამპის თქმით, ძალიან მტკივნეული ორი კვირა იქნება, _ აღნიშნულ ინფორმაციას CNN – ი ავრცელებს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში ამერიკელებმა მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა მითითება დაიცვან. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მძიმე ორ კვირას ველოდებით, ბოლოს კი იმედია, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობენ, გვირაბის ბოლოს კი ჭეშმარიტ სინათლეს დავინახავთ. მაგრამ ძალიან მტკივნეული იქნება მომდევნო ორი კვირი”, _ აღნიშნა ტრამპმ.
აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 181 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 606 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.