მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას სოფო ხალვაში ამბობს, რომ შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის მერსგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო.
“ბათუმის მერს აქამდე ერთი მოადგილე ჰყავდა და ერთი ვიცე-მერი. მეორე მოადგილის ადგილი რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
სოფო ხალვაში აქამდე აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მომღერალმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის წინ გამოხატა – მან ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე 25 ოქტომბერს იმღერა.
სწორედ ამის გამო სოფო ხალვაშის მიმართ აჭარის ტელევიზიამ დისციპლინური წარმოება დაიწყო და მომღერალს მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევისთვის საყვედური გამოუცხადეს”, _ წერს ბათუმელები.