პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო რუსეთი პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN წერს.
პოლონეთის პარლამენტის სეიმში გამოსვლისას, მორავიეცკიმ კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება.
“ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე, მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით”, – თქვა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
მორავიეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნორვეგიაში მშენებარე ახალი გაზსადენი სახელწოდებით ბალტიის გაზსადენი სამ თვეში დასრულდება, რომელიც, მისი თქმით, პოლონეთში 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს გადაიტანს
გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება.
მისივე თქმით, პოლონეთს ასევე აქვს ინტერკონექტორები [მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს აკავშირებს] , რომელიც გერმანიასთან და ჩეხეთთან აკავშირებს, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ლიტვასთან გახსნის.
მატეუშ მორავიეცკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში წინაშე ქედს არ მოიხრის.
“ჩვენ ამ შანტაჟის წინაშე ქედს არ ვიხრით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პუტინის ქმედებები პოლონეთში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებას ესხმის თავს.
უკრაინა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, რუსეთის წინაშე, ქედს ვერ მოვიხრით”. – თქვა მატეუშ მორავიეცკიმ.
ცნობისთვის, 26 აპრილს ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყდათ. მიზეზი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია.
პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი