რუსმა ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტებმა თენგიზ კაჯილოვი და ვასილ ბოლოთაევი მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ.
ოჯახისთვის გატაცებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მათ ცხინვალიდან ჯერჯერობით არ დაჰკავშირებიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved