პროკურატურა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანისა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით 6 ივლისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროვებს.
საუბრის ერთ-ერთ ნაწილში ჯაფარიძე ინტერესდება მართლა აქვს თუ არა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ შემონახული კომპრომატები.
რაზეც სუბელიანი პასუხობს, რომ აღნიშნული ტყუილია! „საზოგადოება ხომ დაიჯერებს?,“_აღნიშნავს სუბელიანი.
„ვ.ჯ.- მართლა გაქვს რამე? თუ თხზავ რაღაცებს?
მ.ს. – კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი. ხო, ვიტყუები და მაქვს .. მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს და… სარალიძეს იჯერებენ და“,_აღნიშნულია ფარულ ჩანაწერში.
14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მირზა სუბელიანის მიერ ხელისუფლებას მისამართით ისმის მუქარა, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები აქვს შემონახული. ამ ჩანაწერში სუბელიანს თავისი საუბრის სანდოობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.