თბილისის მერი კახა კალაძე გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს, რომლებსაც დროებითი თავშესაფრით დახმარება სჭირდებათ მოუწოდებს, რომ ისნის გამგეობასა და თბილისის მერიას მიმართონ.
„ამ ეტაპზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია რასაკვირველია იზრუნებს საკუთარ მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს.
ვთხოვთ, მოსახლეობას ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება მიმართოს ისნის გამგეობას რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29; 5 99 53 70 40 ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“,_განაცხადა კალაძემ.
მან ასევე სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულრების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, _განაცხადა კალაძემ.