„უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოსამართლეებს, რომლებთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას არ გამოუცხადებს “, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოსამართლეების მხარდაჭერის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ საკუთარ გუნდის დააზიანებს.
„იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ამ მოსამართლეებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, საკუთარ გუნდს დიდ ზიანს მიაყენებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ისეთ მოსამართლეს რომ ამწესებენ, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში უნდობლობა და კითხვის ნიშნები არსებობს, ბუნებრივია, აღნიშნული პროტესტის გრძნობას იწვევს“, _ აღნიშნა ანჯაფარიძემ.