იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა გადანიშვნა-დაწინაურების შესახებ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა სექტემბრამდე გადადო.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დადგა საკითხი, რომ აღნიშნულ რეგლამენტში შევიდეს ცვლილება მოსამართლეთა გადანიშვნა-დაწინაურების წესში და ის ჩატარდეს კონკურსის გარეშე.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებას და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია იუსტიციის საბჭოსა და აპარატის წევრების შემადგენლობით, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებზე იმსჯელებს.
მისივე თქმით, მოსამართლეთა გადანიშვნა-დაწინაურების წესი საერთაშორისო სტანდარტების დონის უნდა იყოს.
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ნაზი ჯანეზაშვილს მოუწოდა, რომ მისი ვერსია ცვლილებების შესახებ დაამუშავოს და პროექტის სახით საბჭოს შემადგენლობას წარმოუდგინოს.
ცვლილებებს არ ეთანხმება კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი. მან ამის მიზეზად რამდენიმე არგუმენტი დაასახელა. გადადების მომხრე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც.
საბჭოს ყველა წევრი თანხმდება, რომ აღნიშნულ წესსში ცვლილებაა შესატანი.