ღაზაში დაძაბულობის ზრდის ფონზე რუსეთი ისრაელსა და პალესტინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
„მოსკოვი ღრმადაა შეშფოთებული დაძაბულობის ახალი რაუნდის გამო, რომელიც შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, _ აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.