მოსკოვში კომუნისტური დიქტატორის იოსებ სტალინის პოლიტიკური რეპრესიის შედეგად მოკლული ადამიანების სამახსოვროდ პირველი მემორიალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მემორიალი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა.
როგორც პუტინმა განაცხადა, მომხდარის თავიდან აცილება შეიძლეოდა. თუმცა, კრიტიკოსები მას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაში და „სამოქალაქო თავისუფლების განადგურებაში“ ადანაშაულებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირში 1920-1950 წლებში სულ მცირე 750 000 ადამიანი დახვრიტეს, მილიონობით ადამიანი კი დეპორტირებული ან დაპატიმრებული იქნა.