“ვის ეკუთვნის სკოლის ამბები. საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ, კაკაბეთში უფროსკლასელებმა პურში ჩადეს თაგვის წამალი და აჭამეს ბავშვებს, რამდენიმეს, გადასხმები უდგათ, უნდა მოეთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას პასუხი და იმათ, ვინც ეს გააკეთეს რეაგირებას ვინ მოახდენს“, – აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანონიმურმა მომხმარებელმა გაავრცელა.
ფაქტის გადასამოწმებლად, etaloni.ge პირველ რიგში სკოლის დირექტორს, პაატა ჩხეიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნული უარყო და განაცხადა, რომ არაფერი მომხდარა.
ამბავი არ დაადასტურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ლელა ფანოზიშვილმაც, თუმცა etaloni.ge საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დეტალებზე მხოლოდ პედიატრი ისაუბრებდა, თუმცა მოსწავლეების მოწამვლის ფაქტი არ უარყვეს.
რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი და ვისი ბრალეულობაა – ამ კითხვას იმედია გამოძიება შესაბამის პასუხს გასცემს, თუმცა ფაქტს, რომელსაც სკოლის დირექტორი უარყოფს, მოწამლული მოსწავლის მშობელი etaloni.ge-სთან ადასტურებს.
ქალბატონი, რომელმაც etaloni.ge-ს ანონიმურად დარჩენა სთხოვა, ამბობს, რომ სკოლის გვერდით არის თონე, სადაც ბავშვებმა პური იყიდეს და ჭამეს. ამის შემდეგ დაეწყოთ მუცლისა და თავის ტკივილი: