შეგახსენებთ, მკვლელობა მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი