ამ წუთებში თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან “ამომრჩეველთა კავშირი” აქციას მართავს. მათი მოთხოვნებია სამეურვეო საბჭო აირჩიოს ხალხმა და არა პარტიებმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.
აქ შეკრებილი ადამიანები, ასევე, მოითხოვენ, თავისულ ტრიბუნას. ეს მოთხოვნები, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გაუჩნდათ იმიტომ, რომ ტელევიზიაში, რომელიც მოქალაქეებისგან ფინანსდება, არ ისმის მათი ხმა და ტელევიზია მხოლოდ პარტიულ ინტერესებს აჟღერებს.
მათ აქვთ მოტანილი დოკუმენტი მოთხოვნებით, რომლის გადაცემასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის აპირებენ.