_მრავალ არჩევნებს დეესწარით და ბევრი ასეთი დღე გაგითენოთ ღმერთმა“ _ ასე მიესალმა ამ დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ჟორა ცინარიძე საარჩევნო უბანზე მიმავალ მეზობლებს.
_ კაცო, შენ აი არჩევნები აღდგომა ან ახალი წელი ხო არ გგონია? – უპასუხეს ღიმილმორეულმა მეზობლებმა.
_ არა, მარა კი მინდა რო მეგონოს, რა სჯობს მაგას, თუ არჩევნებით საქმე ისე კარგად წავა, დღესასწაულობას ჰგავდეს, – უპასუხა ბატონმა ჟორამ.