მრავალჯერადი პირბადე _ მოდური ტრენდი, თუ ინფექციისაგან თავდაცვის საშუალება?! _ პირბადეების ტარებასა და დანიშნულებაზე მკითხველს რეკომენდაციებს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი აძლევს.
ქუჩებსა თუ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივსა თუ კერძო ტრანსპორტში ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო, ერთჯერად ნიღბებთან ერთად გაურკვეველი წარმოშობისა და დიზაინის ე.წ. ტრენდული მრავალჯერადი ნიღბები უკეთიათ.
იდეაში _ ნიღბები უნდა ატაროთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ინფექციებისაგან თავდაცვა-პრევენცია.
არის თუ არა ასე?!
დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ტიპის პირბადეების შეკერვას სჭირდება ქსოვილი,რომელიც უძლებს განსაკუთრებულ დამუშავებას და აქვს ,,სამედიცინო ფილტრის” თვისებები.
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოში წარმოებულ ნიღბებს 12 შრიანი სტრუქტურა ექნება და შესაბამისად ეფექტური იქნება ჰაერ-წვეთოვანი ინფექციების შემთხვევაში.
სხვა შემთხვევაში აღნიშნული პარამეტრები უცნობი რჩება.
გამოყენების ინსტრუქცია და ხანგრძლივობა:
ქირურგიული ნიღბების გამოყენების ჩვენება (გარშემომყოფთა დაცვა და თავდაცვა), ასევე ხანგრძლივობა, ცნობილია:
საშუალოდ 2 საათამდე.
ხოლო გამოყენების შემდეგ, გარკვეული წესების დაცვით (ზედაპირებზე შეხების აკრძალვით) ხდება მათი უტილიზაცია.
მრავალჯერადი პირბადეების შემთხვევაში, მწარმოებელმა აუცილებლად უნდა მოაყოლოს მოხმარების ინსტრუქცია, ქსოვილის ტიპი, თავდაცვის ხარისხი და სხვა აუცილებელი მაჩვენებლები.
ერთ-ერთი უმთავრესი!!!
უნდა გაკონტროლდეს შეკერვისას და შემდეგ ნიღბების სისუფთავის ხარისხი(მუშავდება თუ არა შეკერილი ნიღბები შეფუთვამდე), რადგანაც მათ შეხება ექნებათ ინფექციებით ადამიანის ყველაზე მოწყვლად ადგილებთან(ცხვირისა და პირის არე)!!!
ანუ, თავად ნიღაბი არ უნდა გახდეს ინფიცირების მიზეზი!
უნდა გახსოვდეთ!
მრავალჯერადი ნიღბის მოხმარებისას არ შეიძლება მისი ჩამოწევა-ჩამოცურება ნიკაპისა და ყელის მიდამოებში;
არ შეიძლება ნიღბის ზედაპირზე ხელით შეხება და მერე ხელის თითების დაუმუშავებელი დატოვება;
არ შეიძლება გამოყენებული ნიღბის ჩადება ხელჩანთაში, ჯიბეში ან დადება თქვენთან შემხებლობაში მყოფ ზედაპირზე.
ყველაზე მთავარი და პრობლემური!!!
მრავალჯერადი პირბადეების მოვლა:
ერთჯერადი პირბადე იმიტომ არის ,,ერთჯერადი”, რომ მეორედ მისი გამოყენება არ ხდება.
მრავალჯერადი პირბადეების შემთხვევაში აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს:
ა)ყოველი გამოყენების შემდეგ პირბადის რეცხვა, სარეცხი საშუალებებით;
ბ)შემდგომი დეზინფიცირება;
გ)სტერილიზაცია(გამოხარშვა);
დ)მზეზე,ჰაერზე გაშრობა;
ე)მაღალ ტემპერატურაზე თერმული დამუშავება-დაუთოება!!!
ვ) გარეცხილი ნიღბის შენახვა ერთჯერად პაკეტში!!!
ჩემი,როგორც პრაქტიკოსი ეპიდემიოლოგის რჩევა და თხოვნაა:
გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები, დაიცავით ნიღბების მოხმარებისას სიფრთხილე!
მშობლებო!
რადგანაც ,,ტრენდული პირბადეები” უმეტესად ე.წ. თინეიჯერების მოდური გატაცებაა, მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი შვილებისა და ახლობლების მიერ დაცული იქნას ყველა წესი და მოთხოვნა, რათა თავად პირბადე არ გახდეს კორონავირუსით ინფიცირებისა და დაავადების გავრცელების მიზეზი!!!
კოლეგებო, ჩემი თხოვნაა, მიაწვდინეთ ინფორმაცია მასებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!