სამხრეთ კორეაში ფრანგული ენერგო კომპანია TOTAL-ის ნავთობის პლატფორმის კონსტრუქციის მშენებლობის დროს SAMSUNG HEAVY INDUSTRIES SHIPYARD-ის ამწეკრანი ჩამოინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა.
როგორც TOTAL-ის შვილობილ კომპანიაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის კომპანიის არცერთი თანამშრომელი არ არის.