47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი.
1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად.
დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო.
სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!”