ცოტა ხნის წინ, მსოფლიო წითელ წიგნზე მომუშავე ექსპერტებმა ხეების 47 282 ჯიშის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. აღმოჩნდა, რომ 16 425 მათგანი გაქრობის რისკის ქვეშაა.
დადგინდა, რომ საფრთხის წინაშე მდგომი ხეების უდიდესი ნაწილი კუნძულებზე გვხვდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, ასეთია გაუტყეურება, კლიმატის ცვლილება, ინვაზიური სახეობები და დაავადებები.
დღეს არსებული ჯიშების მეოთხედს გაქრობა ემუქრება. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს 25% პროპორციულად ბევრი არ იყოს, მაგრამ მომავალში ამ მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი. ა
რასაკვირველია, ეს უარყოფითი მოვლენაა არა მხოლოდ მცენარეებისთვის, არამედ ადამიანებისთვისა და ველური ცხოველებისთვის, რომელთა სიცოცხლეც ტყეებზეა დამოკიდებული.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტყეების შენარჩუნება ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზაა, რის გარეშეც სიტუაცია უფრო მწვავდება. შესაბამისად, ხის ჯიშების გაქრობა ეკოსისტემასა და გლობალურ კლიმატს აზარალებს.